LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი შერმადინი: „ლაშა ჩემო ძამიკო, მეგობარო, ამაგიანო და გულიანო ბიჭო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის!“

621
ნინი შერმადინი

ბიზნესმენ ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას ნინი შერმადინი ეხმაურება.

„შენ მოგიკვდი მე!!!!!!! ჩემო სიკეთის ბიჭო!

მე რომ მშობლები დამეღუპა, მარიამი თბილისში დამრჩა, უვიზოდ, უმეურვეოდ, ლაშა ბიძამისის პანაშვიდებიდან დარბოდა ჩემთვის ბავშვის საბუთების მოსაგვარებლად, ჩემი ტკივილი უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის ვიდრე თავისი…ლაშას დედას კიდევ მილიონი მადლობა ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მე ვიცი და არ ჩამოვთვლი. დავანებოთ სალომეს თავი, რომ ის ჩემი დაქალია, ლაშა ჩემო ძამიკო, მეგობარო, ამაგიანო და გულიანო ბიჭო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის! რანაირად მატკინე გული. სალომე ბაკურაძე, როგორ მოვიდე ან რითი განუგეშო არ ვიცი, სანტის და ელენეს რა ვუთხრა,“ – წერს ნინი.

ცნობისთვის, რესტორან ქვევრის მეპატრონე და მუსიკალური პროდიუსერი, ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ვაახ! ბასლა, ყველანაირი შესავლის და მაგრამების გარეშე, ძალიან გამიტყდა ეს ამბავი, ვიზიარებ“

ნატო გელაშვილი: „ჩემო გულიანო და კარგო ბიჭო რა დავწერო…დამადუმა შენმა გარდაცვალებამ…“

ნოე სულაბერიძე: „დაუჯერებელი ტრაგედიაა! ნათელში იყოს შენი სული ლაშა“

„ბასლა აღარ გვყავს“ – ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g