ნინი შერმადინი ჟურნალ „სარკის“ (29 ოქტომბრის ნომერი) მკითხველს საინტერესო მუსიკალურ ექსკლუზივს უმხელს. მან და მერაბ სეფაშვილმა ახლახან დუეტი ჩაწერეს:
„მაიკო კაჭკაჭიშვილმა პირადად ჩემთვის და ბატონი მერაბ სეფაშვილისთვის დაწერა ეს სიმღერა. მითხრა, არ ვიცი, რამდენად გამოვა ეს სიმღერა, მაგრამ შენი და მერაბ სეფაშვილის ხმები მესმისო. მოგეხსენებათ, მერაბ სეფაშვილი ყველასთან არ წერს დუეტს. მივწერე და სიტუაცია ავუხსენი. სიმღერას მოუსმინა, მოეწონა და ჩაწერაზე დამთანხმდა. ასე ავიხდინე ჩემი ბავშვობის ოცნება და ბატონ მერაბთან ჩავწერე დუეტი…
სიმღერაზე მუშაობა უკვე მთავრდება და ჩვენი მსმენელი ეკრანზე ძალიან მალე ნახავს ვიდეორგოლს….“
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 