ნინი შერმადინი, რომელიც წლებია, აშშ-ში ცხოვრობს, ძალიან სამწუხარო პოსტს ავრცელებს. ის წერს: „ნეტავ, კიდევ როდის შევხვდებით, ძალიან მომენატრებით… ასე ორივემ როგორ დამტოვეთ მარტო… ესე უთქმელად… ძალიან მიყვარხართ… შეხვედრამდე, მარადისობაში…“
როგორც შევიტყვეთ, 2020 წლის მარტში, მომღერლის მამა გარდაიცვალა, თუმცა მისი გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი არ ყოფილა. რაც შეეხება დედას, ის ახლახან გარდაიცვალა კორონავირუსით გამოწვეული გართულებით.
ნინი შერმადინს რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ სამძიმარს უცხადებს.