„5 წლის ნინიკომ ლეიკემია საბოლოოდ დაამარცხა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნინიკო ბიწაძის დედა, ანა საღირაშვილი წერს და შვილის გამოჯანმრთელების შესახებ საოცარ ისტორიას უზიარებს გულშემატკივრებს.
პატარა ნინიკოს ლეიკემიის დიაგნოზი, ორი წლის წინ დაუსვეს.
მოგვიანებით მშობლებმა ბავშვი საფრანგეთში სამკურნალოდ წაიყვანეს.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ბავშვი საბოლოოდ განიკურნა და სავსებით ჯანმრთელია.
გოგონას დედა ემოციურად აღწერს შვილის გამოჯანმრთელებით გამოწვეულ სიხარულს:
5 წლის გოგონამ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ლეიკემია დაამარცხა: „2 წელი ველოდებოდი იმ ბედნიერ დღეს, როდესაც მოგიყვებოდით „სიცოცხლეზე“ გამარჯვების ისტორიას… არასოდეს დანებდეთ!“ – დედის ემოციური ინტერვიუ შვილის გამოჯანმრთელების შემდეგ
როგორც რადიო „ფორტუნას“ ანა საღირაშვილმა უთხრა, მის შვილს ლეიკემიის დიაგნოზი ორი წლის წინ დაუსვეს.
„მოგიკითხავთ სიყვარულით გუშინ (28.03.2025.) ცოტა რთული დღე გვქონდა ,ნინიკოს გაუკეთდა ქირურგიული ოპერაცია,ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, მას ამ დრომდე ჰქონდა კანქვეშ ფიქსირებული კათეტერი (პორტი), საიდანაც ქიმიოთერაპია და სისხლის ანალიზების აღება ხდებოდა – სწორედ ამ კათეტერის ამოღება მოხდა ოპერაციის დროს… გუშინდელი განცდა, სანერვიულოც იყო და ამავდროულად სასიხარულოც… ეს ბოლო აკორდია ამ დიაგნოზთან ბრძოლაში…
და ეს ნიშნავს რომ ნინიკომ #ლეიკემია დაამარცხა! ფრანგი ექიმები სიხარულით შეეგებნენ,თავიანთ განკურნებულ პაციენტს … რისთვისაც მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები მათი. მადლობა ყველას,ვინც კი ამ დრომდე გვერდში გვიდგახართ,სიტყვით თუ საქმით…
მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს ბიჭებს, რომლებიც გაგებით ეკიდებიან ყველაფერს…
(ბოდიში თუ ვინმე გამომრჩა და პირადში ვერ გიპასუხეთ)
ვიცი რომ გულმხურვალე გულშემატკივრები გვყავს და ყველა გველოდებით მოუთმენლად… აღარ დარჩა დიდი დრო…
ჩვენც სიხარულით ველოდებით ,იმ ბედნიერ წუთებს,როდის დავბრუნდებით სამშობლოში ,ჩავიკრავთ გულში ჩემს მონატრებულ ბიჭებს და განვაგრძობთ იმ ბედნიერ ცხოვრებას ,რაც აქამდე გვქონდა
მადლობა უფალს ყოველი წუთისთვის…“ – წერს ანა საღირაშვილი სოციალურ ქსელში.