LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნინიმ იბრძოლა, ემიგრაციიდან ჩამოსულ დედას, ცოცხალი რომ დახვედროდა… ნახა დედა და 3 წუთში დაიღუპა“ – ავარიას 20 წლის გოგონა ემსხვერპლა

544
ნინი ბურდული

20 წლის ნინი ბურდული, რომელიც რამდენიმე დღის წინ მამკოდის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა. ნინის სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღმოაჩნდა და სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„საშინელება ტრიალებს, უკარგესი გოგონა დავკარგეთ, ფერიასავით გოგო. სამი დღის წინ მოხდა ეს ავარია მამკოდის გზაზე, მანქანა რამდენჯერმე ამოტრიალდა, ნინი მანქანიდან გადმოვარდა. კლინიკაში იყო, მაგრამ ვერ გადარჩა.

ნინიმ იბრძოლა სამი დღე იმისთვის, რომ დედას ცოცხალი დახვედროდა. დედა ემიგრაციაში იყო. დახვდა ცოცხალი, დედა ნახა და 3 წუთი იცოცხლა და გაგვიფრინდა“ – აცხადებენ ახლობლები Ambebi.ge-სთან საუბრისას. 

ნინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელშიც ვრცელდება პოსტები.

„დაუჯერებელი და მწარე რეალობაა, რაო ჩემო ანგელოზო დამისიე თვალები?! ახლა ვინღა მომწერს: „აი ძალიან მიყვარხარ ნონა დეიდა, ძალიან ლამაზი ხარ“

რატომ გაგვწირე შვილო, რატომ ნინიკო შენი თბილი ხელი მეჭირა დღეს, შენს დედიკოს ველოდებოდით და გამამწარე… 

შენ ანგელოზი ხარ ჩემო ჭრიჭინა. გული მეწვის და სული მტკივა“, – წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g