ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” მსოფლიოს ყველა დროის 12 საუკეთესო ბალერინას ასახელებს, მათ შორის ნინო ანანიაშვილია.
“მომნუსხველი გრაციოზულობა, მაცდური მისტიკა, პიროვნული მაგია, ბუნებრივი გამომხატველობა და ტექნიკური ოსტატობა – ამ ყველაფრით ანანიაშვილი პუბლიკას უხმო ვნებასა და ოცნებებში ითრევს. ეს თვისებები გამოარჩევს ნამდვილ ბალერინებს სხვა უამრავი ბალერინასგან. საქართველოს სახელმწიფო ბალეტის მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც მოსკოვის დიდ თეატრში დახელოვნდა, სწორედ ბალერინების ამ პატარა ელიტის წარმომადგენელია,” – წერს გამოცემა ანანიაშვილზე.
ანა პავლოვა (1881-1931)
ალისია მარკოვა (1910-2004)
მარგო ფონტეინი (1919-1991)
ნადია ნერინა (1927-2008)
სილვი გილემი (1965- ):
დარსი ბუსელი (1969- )
ულიანა ლოპატკინა (1973- )
თამარა როხო (1974- )
ალინა კოჟოკარუ (1981- )
ნატალია ოსიპოვა (1986- )
გალინა ულანოვა (1910-1998)