გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მეუღლე, პრიმა ბალერინა, ნინო ანანიაშვილი ხმის მისაცემად ისნის საარჩევნო ოლქის მე-8 საარჩევნო უბანზე მივიდა.
მან საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ხმა ქუთაისში მისცა. საქართველოში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.