7-13 ივნისს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა იოანეს მარონიტისი – საბერძნეთის (პირეოსის და კუნძულების) UNESCO-ს კლუბების პრეზიდენტი, იუნესკოს კლუბების, ცენტრებისა და ასციაციების მსოფლიო ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ( WFUCA) ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის INTERNATIONAL ACTION ART გენერალური პრეზიდენტი.
იოანეს მარონიტისი დაესწრო რეპეტიციას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში და ნინო ანანიაშვილს საერთაშორისო ორგანიზაციის INTERNATIONAL ACTION ART -ის საპატიო წევრის სიგელი და მედალი გადასცა.