LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ბაშარული:”საოცრად მინდოდა მეგრელებისთვის რაიმე შემექმნა”

29

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” ნინო ბაშარული და ზურა დათიკაშვილი ესტუმრნენ.


ახალი სიმღერით გვესტუმრეთ…

ზურა: – რამდენიმე დღის წინ მეჯვარე ვიყავი, მივედი მამაოსთან და ვუთხარი, რომ სამოთხის კარი ჩემთვის უკვე ღიაა თქო, გაოცებულმა შემომხედა, ვუპასუხე მეუღლე მყავს მეგრელი თქო
და გაეცინა… ჩვენი სიმღერა, რომლის პრემიერაც დღეს შედგება, კოლხური ნანაა. ნინოს ფენომენალური ხედვა და საკუთარი ხელწერა აქვს ყველაფერზე, როდესაც ამ სიმღერის ჩონჩხი მოვისმინე, შემძრა იმდენად თბილი იყო. ექსპრომტად დავამუშავეთ. ჩვენი ოჯახური ჩანაწერი სოციალურ ქსელში მოხვდა.

ნინო: – რიგით ეს მეორე დუეტია, პირველად ოთხი წლის წინ ვიმღერეთ, როგორც ყოველთვის, ზურა იქაც დამეხმარა სიმღერის დახვეწასა და სრულყოფაში.


როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა?

ზურა: – ნინოს მეუღლე არის ჩემი ბავშვობის მეგობარი. სხვათაშორის ჩვენი პირველი დუეტის ლექსის ავტორი სწორედ ის არის. ნინოსა და მისი მეუღლის, გელა კაციტაძის სიყვარულის დასაწყისი ჩემი და ჩემი მეუღლის შეყვარებულობის პერიოდს დაემთხვა და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.


”ევროვიზიის” თემას შევეხოთ…

ნინო: – ერთმანეთზე უკეთესი კონკურენტები იყვნენ. ჩემი სიმღერის დროს გარკვეული პრობლემები შეიქმნა. გამოვიჩინე კაცთმოყვარეობა და ხარვეზს დავაბრალე, თუმცა 21 საუკუნეში ასეთი ”ხარვეზები” აღარ უნდა ხდებოდეს. ვფიქრობ, აღარ დააკნინებენ ეროვნულსა და ქართულს, სირცხვილის შეგრძნება არ უნდა გვქონდეს, პირიქით, უნდა იყო უკიდეგანოდ ამაყი, რომ ”ევროვიზიას” შესთავაზო ეროვნული საგანძური, ”ვეფხისტყაოსანი”. საქართველოს მასშტაბით კონკურსში მონაწილეობას აღარასოდეს მივიღებ. გამარჯვებული, თაკო გაჩეჩილაძე ძალიან ნიჭიერი, ლამაზი და მებრძოლი გოგოა, მე მას ვგულშემატკივრობ.

ზურა: – სიმღერა, რომელსაც ნინო ასრულებდა, მოვისმინე, ძალიან განსხვავებულია, ის არავის ბაძავს, არავისგან იღებს… მომეწონა ძალიან, მოლოდინიც იმედიანი მქონდა, თუმცა,
საქართველოში ვართ. დათო შანიძე, ბოლოდან მეორე ადგილზე არ უნდა ყოფილიყო…


საერთო ჯამში რამდენი სიმღერა გაქვს?

ნინო: – 22 საავტორო სიმღერა მაქვს. ამ ბოლო პერიოდში სიმღერებს შეკვეთითაც ვწერ.


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

ნინი: – საოცრად მინდოდა მეგრელებისთვის რაიმე შემექმნა, ძალიან მიყვარს მეგრული სამზარეულო, მინდოდა ჩემი მხრიდან მადლობის ნიშნად, რაიმე დამეწერა. სიმღერა შარშან დაიწერა,
მაგრამ თაროზე მედო, მას შემდეგ რაც ზურასთან გაჟღერდა, უკვე იქამდე მივედით, რომ კლიპი უნდა გადავიღოთ. ტექსტი ხალხურია, არანჟირება ბექა გაბუნიას ეკუთვნის.

ზურა:  – სიმღერაში სითბო და სიტკბო ჩავდეთ, ის რაც კოლხურ სიმღერას აქვს.


სამომავლო გეგმები როგორია?

ნინო:- დიდი სურვილი გვაქვს სააღდგომოდ მე და ზურა ოჯახებით წმინდა მიწაზე წავიდეთ. ვფიქრობ საგასტროლო ტურნეზეც, საქართველოს მასშტაბით.

ზურა: – ანსამბლი ”ალილო”მაისში კონცერტს გეგმავს, რომელშიც რამდენიმე თაობა მიიღებს მონაწილეობას.


ნინო ბაშარული & ზურაბ დათიკაშვილი – კოლხური ნანა

AudioNINO BASHARULI ZURA DATIKASHVILI – KOLXURI NANA

გადაცემის აუდიოჩანაწერი

AudioNino Basharuli Zura Datikashvili Gadacema

ზურა დათიკაშვილი – თუშური სატრფიალო. Live 

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები