LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ჩხეიძე და „ქუჩის ბიჭები“ ახალ დუეტზე კლიპს იღებენ – ექსკლუზიური კადრები გადაღებიდან

1463
ნინო-ჩხეიძე

ნინო ჩხეიძემ და „ქუჩის ბიჭებმა“ ახალი დუეტი „მე შენ მჭირდები“ ჩაწერეს. მასზე კლიპის გადაღება ახლა მიმდინარეობს.

fortuna.ge-მ ნინო ჩხეიძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

„ეს სიმღერა დამიწერა ბექა ნიკოლაიშვილმა. განსხვავებული ჟანრია ჩემი რეპერტუარისგან. მარტო ვერ ვბედავდი ჩაწერას. არ ვიცოდი, ვისთან ერთად მოვირგებდი. ზაფხულში ბათუმში ვნახე ზურა ხაჩიძე და უცებ თავში იდეა მომივიდა, რომ მათთან ერთად ეს სიმღერა ძალიან კარგად აჟღერდებოდა. იქიდანვე დავიწყეთ მუშაობა. სასწრაფოდ ჩავწერეთ niostudio-ში. სექტემბერში უკვე ჩაწერილი იყო ეს კომპოზიცია. ტექსტი ბიჭებმა თავად დაწერეს. მონატრებასა და სიყვარულზეა. ამ სიმღერაზე გულით ვიმუშავეთ.

ამბობენ, რომ ჰიტი იქნება…

მეც ასე მგონია. ვინც კი უსმენს, ყველას ყურში უჯდება და ღიღინებს. ბიჭებს ამ ჟანრის სიმღერების შესრულების დიდი გამოცდილება აქვთ. თავიდანვე თქვეს, რომ აეკვიატათ ისევე, როგორც თავიანთი სხვა სიმღერა „მიყვარხარ“. ამბობენ, რომ ჰიტი იქნება და გამიხარდება, თუ ეს მოსაზრება გამართლდება.

ვიდეოს ვინ იღებს?

კლიპს იღებს Happy Dreamers Production. რეჟისორები სერგო ეგოიანი და ზურა ვასაძე. გადაღებები მიმდინარეობს როგორც სტუდიაში, ისე გარე ლოკაციებზე. გვინდოდა, ყოფილიყო სასიყვარულო ისტორიაც, მაგრამ იმდენად ლამაზი კადრები გამოდის, რომ ამის დრო აღარ იქნება. მგონია, რომ ლამაზი და თანამედროვე კლიპი გამოვა.

რა ხდება გადაღებებზე, ხალისობთ?

ძალიან მარტივად მიდის და სხვათა შორის, ბიჭები ძალიან მომყვებიან. ჩაცმა იქნება თუ სხვა საკითხი, ძალიან ადვილია მათთან მუშაობა. მუშაობისას გუნდურობას ვაფასებ და ბიჭები ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ. ასევე მეც… ძალიან მარტივია მათთან მუშაობა.

კლიპისთვის სამოსი როგორ შეარჩიე?

ერთი კაბა შევარჩიე „შანელის“ კოლექციიდან, მეორე კი წითელი, რომელიც „ვალენტინოს“ კოლექციიდან ერთ-ერთი ნამუშევრის მიხედვით შევაკერინე. ოპერაში მეცვა საქველმოქმედო კონცერტის წაყვანისას და კიდევ მინდოდა ამ ულამაზესი კანის გამოჩენა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g