ნინო ჩხეიძე დღეს იუბილარია. პოპულარულმა მომღერალმა უკვე მიიღო დიდი ვარდების თაიგული და ასევე იღებს გულითად მილოცვებს ახლობლებისგან და შემოქმედების თაყვანისმცემლებისგან.
fortuna.ge ნინო დაუკავშირდა იმისთვის, რომ გაეგო, როგორ განწყობაზეა დღევანდელ დღეს იუბილარი.
ნინო ჩხეიძე:
ჩემს დაბადების დღეზე ვგიჟდები, ძალიან მიყვარს და სულ გადასარევ ხასიათზე ვარ, მაგრამ წლევანდელმა დაბადების დღემ ყოველგვარი მოლოდინს გადააჭარბა, რადგან გუშინ ღამიდან რომ დავიწყე საჩუქრების მიღება, დღესაც გრძელდება სიურპრიზები. დაწყებული ჩემი მეგობრებიდან და ჩემი საყვარელი ადამიანებიდან, ჩემი თანამშრომლებით დამთავრებული, ისეთ სიურპრიზებს მახვედრებენ, რომ გაოცებული ვარ. ჯერ 12 საათია და უკვე ისეთ შოკში ვარ, ვერ ვწყნარდები, ძალიან გახარებული ვარ…
რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ულოცავს მომღერალს დაბადების დღეს!..