მალე „მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ გაიხსნება. ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა უდავოდ იქნება ზურაბ წერეთელის მუზეუმში დიზაინერ ნინო ჩუბინიშვილის გამოფენა, რომელიც 4 მაისს გაიმართება განსაკუთრებული მუსიკალური თანხლებით. 5 მაისიდან კი მისი დათვალიერება ყველა მსურველს შეეძლება.
მუსიკოსებს, Chubika-ს ჩვენებისათვის, დაევალათ ხმოვანი უკუკავშირის დამყარება. თითოეულმა მათგანმა ინდივიდუალურად იმუშავა 15-წუთიან კომპოზიციაზე, რათა კოლექტიურ კომპოზიციაში შენარჩუნებულიყო იმპროვიზაციისათვის განკუთვნილი სივრცე.
ვიზიტორების მიმოსვლის თანხლებით იცვლება კომპოზიციაც, მათი რაოდენობისა და მათი სივრცეში განაწილების მიხედვით. წარმოდგენილი კომპოზიციები ერთდროულად ჟღერდება და განმეორებითი ხასიათი აქვთ. თითოეული მათგანის მოცულობა 15 წუთია და ერთმანეთის პარალელურად: 5, 10 და 15 წამის დაშორებებით ისმის, რის შედეგადაც ერთიანი კომპოზიცია თანდათანობით ვარდება სინქრონიდან და გამოფენის განვმალობაში არ ინარჩუნებს ერთფეროვან სტრუქტურას.