„პირველ სატელევიზიო ეთერში შენი ბაბუის, ზენონ კაციას დახმარებით გავედი. ის იყო პირველი ვინც გვერდში მედგა და ძალიან სიმბოლურია, რომ კიდევ ერთ ახალ ნაბიჯს ტელევიზიაში ისევ კაციას დახმარებით ვაანონსებ; ძალიან ვნერვიულობ იმიტომ, რომ ეს იმ ტელევიზიის ეთერია, რომელსაც ძალიან ბევრი უყურებს. პასუხისმგებლობაც არის ასმაგი. ვრცელვადიანი პაუზის შემდეგ ისევ ეთერში უნდა გამოვჩნდე და თან ეს არის პირდაპირი ეთერი, რომელიც სტრესთან ერთად დიდი ადრენალინია. ნერვიულობასთან ერთად არის აზარტიც.
საინტერესო გამოწვევაა. სხვადასხვა ტელევიზიებიდან ყოველთვის მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ეს არ იყო „რუსთავი 2“. ხშირად მითქვამს ისიც, რატომ არ მეძახის ეს ტელევიზია. როცა დამირეკეს პირდაპირ დავთანმხდი, არაფერზე მისაუბრია. ისეთ ხალხთან ვიქნები ეთერში, რომ ერთმანეთს დავეხმარებით, მოკლედ, ძალა ერთობაშია;
მივხვდი, რომ ჩემი ჰობი ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენაა და შევეცდებით ახალი სახეები და სახელები გაგაცნოთ“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში, ნიკა კაციას საავტორო გადაცემაში „ლიმონი“, ნინო დარასელმა ახალი სატელევიზიო პროექტის შესახებ ისაუბრა. როგორც თავად ტელეწამყვანმა აღნიშნა, შეთავაზებაზე ბევრი არ უფიქრია და ახალ გამოწვევას დიდი სიხარულით დათანხმდა