LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ჟვანია: ნიშანდობლივია, რომ ზურაბ ჟვანიას დაბადების დღე ემთხვევა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღს, როგორიც არის ევროპისკენ ჩვენი კიდევ ერთი ნაბიჯი და დაბრუნება ევროპულ ოჯახში

175
BeFunky-collage (2)

ძალიან ნიშანდობლივია, რომ ზურაბ ჟვანიას დაბადების დღე ემთხვევა ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან თარიღს, როგორიც არის ევროპისკენ გადადგმული ჩვენი კიდევ ერთი ნაბიჯი და ჩვენი დაბრუნება იმ ევროპულ ოჯახში, რომლის წევრადაც ჩვენ ყოველთვის მივიჩნევდით თავს, – ამის შესახებ ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ჟვანიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ზურაბ ჟვანიას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

„განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში“ – ზურაბ ჟვანია, გარდაცვალების შემდეგ, „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დაჯილდოვდა

„ძალიან დიდი პატივია, რომ პარლამენტი გვმასპინძლობს და ეს დღე აღინიშნება სწორედ პარლამენტის კედლებში, რომელიც ასეთი მშობლიურია ჩემთვისაც კი და ბევრი ადამიანისთვის, რომელიც დღეს აქ არის, ძალიან ბევრი რამ აქვს ნანახი სწორედ ამ შენობაში, როგორ იქმნებოდა პარლამენტი, რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდა. ეს არის ჩვენი ცხოვრება, რომელმაც უცბად გაიარა. ძალიან ნიშანდობლივია ისიც, რომ ზურას დაბადების დღე ემთხვევა ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან თარიღს, როგორიც არის ევროპისკენ გადადგმული ჩვენი კიდევ ერთი ნაბიჯი და ჩვენი დაბრუნება იმ ევროპულ ოჯახში, რომლის წევრადაც ჩვენ ყოველთვის მივიჩნევდით თავს და მგონია, ესეც შემთხვევითი არ არის. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა და ორი არაჩვეულებრივი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ზურას მეგობრებმა გააკეთეს – ზურას პოლიტიკური ცხოვრების ამსახველი წიგნი, ძალიან კარგი წიგნი და ასევე, თავიდან გამოვეცით ზურას ლექციები, რომელიც ასევე არაჩვეულებრივია“, – განაცხადა ნინო ჟვანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები