LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ძოწენიძემ ახალი სიმღერა მიტოვებულ ქალებს მიუძღვნა

92

Ardaidardo.Ge

ნინო ძოწენიძის ახალი პრემიერა დღეს „გია ჯაჯანიძის შოუში“ შედგება. მანამდე მომღერალი „არ დაიდარდოს“ ესაუბრა ახალი ვიდეოს შესახებ. სიმღერა თავად დაწერა, ტექსტიც და მელოდიაც ნინოს ეკუთვნის.


ნინო ძოწენიძე:

სიმღერის სახელწოდებაა „რა ვუყო გულს“, ტექსტიც და მელოდიაც ჩემია. არანჟირება კობა მესხიამ გააკეთა, გიგა კუხიანიძის სტუდიაში. რაც შეეხება კლიპს, დამეხმარა მარიკა ქურდობაძე, რომელიც ყველა კლიპში მაცმევს და მაკიაჟს მიკეთებს, ასევე რამაზ გუნავა, მემონტაჟე და ოპერატორი. ვიდეოში ჩემი მეგობრები თამაშობენ, რომლებმაც ის ტიპაჟები შექმნეს, რაც კლიპში მჭირდებოდა. სხვათა შორის, ორი წელია, ვიდეო არ მქონია.

სიმღერა მიტოვებულ ქალებზეა და მათ ეძღვნებათ. მინდა, მათ ვუთხრა, რომ ამის მიუხედავად, ცხოვრება გრძელდება…

ვფიქრობ, ისეთი მელოდიაა, რომ გაჰიტდება. აქ აქცენტი ვოკალურ შესაძლებლობებზე არ გამიკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები