უზენაესი სასამართლო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, თანამდებობიდან არ გადამდგარა.
“საქართველოს უზენაესი სასამართლო აცხადებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას,” – ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა.