„სუხიშვილების“ მოცეკვავე, ნინო ჯოხაძემ, ანსამბლში მრავალწლიანი მოღვაწეობა ახლახან დაასრულა – ის ფილარმონიაში გამართული კონცერტიდან ნინო სუხიშვილმა გააცილა.
თავად ნინო ამ მოვლენას დიდ სტატუსს უძღვნის, რომელიც ემოციებითაა სავსე:
„აი, მოვიდა ის დღეც, როცა მე ვტოვებ დიდ სცენას, სადაც პირველად დავდგი ფეხი, როდესაც ვცეკვავდი იამზე დოლაბერიძესთან… უდიდესი მადლობა მას… უდიდესი მადლობა ჩემს მასწავლებელს, თეა დარჩიას… ამ ორმა დიდებულმა ქალბატონმა შემაყვარა ცეკვა. უდიდესი მადლობა სუხიშვილების ოჯახს, რომელმაც შანსი მომცა 15 წლის ასაკში და გამზარდა პროფესიონალად. დიდი მადლობა ანსამბლის ყველა წევრს 24 წლის განმავლობაში გვერდში დგომისთვის და სიყვარულისთვის. უდიდესი მადლობა ჩემი ოჯახის ყველა წევრს და ნატიკოს ( ჩვენი ოჯახის ძიძა), მათი თანადგომის გარეშე მე ვერაფერს შევძლებდი დიდი მადლობა ჩემს საუკეთესო მეგობრებს, რომლებსაც ყოველი ჩემი წინგადადგმული ნაბიჯი ასე ახარებდათ. უუუდიდესი მადლობა ჩემს უსაყვარლეს მაყურებელს, რომლისგანაც ამდენი წლის განმავლობაში უდიდესი სითბო და სიყვარული მივიღე, განსაკუთრებით ამ დღეებში, მართლა კინაღამ გული გამისკდა… დიდი მადლობა უფალს. მე დღეს მივხვდი, რომ ვყოფილვარ უბედნიერესი ადამიანი. ესე იგი ტყუილად არ მიცხოვრია. როცა ამ ანსამბლში მოდიხარ, შენი მეორე გვარი ხდება სუხიშვილი. დღეს ვტოვებ ამ მართლაც მერვე საოცრებად წოდებულ ანსამბლს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის დავრჩებით სუხიშვილებად…“
მეგობარს, რომელთან ერთადაც წლები სცენაზე გაატარა, აცილებს მოცეკვავე ნათია ბაკურაძეც:
„ფილარმონია 2025 – ყველაზე ემოციური დღეები სცენაზე… ჩემი ნინიკო სცენიდან წავიდა…“
ფილარმონია 2025 ყველაზე ემოციური დღეები სცენაზე… ჩემი ნინიკო სცენიდან წავიდა❤️
Posted by Natia Bakuradze on Monday 16 June 2025