LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო კაჭარავამ Cornell University-ის სადოქტორო პროგრამაზე სრული დაფინანსება მოიპოვა – გაიცანით, 22 წლის ახალგაზრდა მეცნიერი

657
BeFunky-collage (35)

21 წლის ასაკში დაწყებული გზა სამეცნიერო კარიერისკენ – 22 წლის ახალგაზრდა მეცნიერმა, ნინო კაჭარავამ Cornell University-ის სადოქტორო პროგრამაზე სრული დაფინანსება მოიპოვა.

ახალგაზრდა მეცნიერმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის კურსი 4.0 GPA-ით დაამთავრა.

“ჩემი ყველაზე დიდი მიზანი 2022 წლისთვის იყო სწავლის გაგრძელების საშუალება მქონოდა და მოხარული ვარ, რომ მივიღე შესაძლებლობა არჩევანი გამეკეთებინა შემდეგ უნივერსიტეტებს შორის: Columbia University, UC Berkeley, UC Irvine and TU Delft. საბოლოოდ ავირჩიე სწავლა გამეგრძელებინა კორნელის უნივერსიტეტში, სადაც მივიღე პრესტიჟული სტიპენდია დოქტორის ხარისხის მისაღებად სამოქალაქო და გარემოს ინჟინერიის მიმართულებით. ჩემი კვლევა მიმართული იქნება ატმოსფეროს ქვედა ნაწილში ნაკადებისკენ და ზოგადად კლიმატის განვითარების პირობებში, ბუნებრივ გარემოზე ადამიანის მასშტაბის ზემოქმედებაზე”, – ამბობს ნინო.

აღსანიშნავია, რომ მისი წარმატების ისტორია ჯერ კიდევ მოზარდების პერიოდიდან იწყება, როდესაც სხვადასხვა კონკურსსა და ოლიმპიადაში მოიპოვა წარმატება. მოგვიანებით, 2018 წელს პირველი ადგილი დაიკავა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიადაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 17 წლის ასაკში მან ასევე გამარჯვება მოიპოვა ფილმის ფესტივალის კონკურსში და ჯიფონის ფესტივალზე საქართველოს წარმომადგენლად გაემგზავრა მაკედონიაში. შემდეგ კი მონაწილეობა მიიღო ერთადერთი ორიგინალი ფესტივალის ჩამოყალიბებაში ფილმებში საქართველოში – თაობას ფილმების ფესტივალი.

 

 

21 წლის ასაკში მისი სამეცნიერო ნაშრომი peer-reviewed ჟურნალში გამოქვეყნდა. ნაშრომს  „Traffic Congestion and Efficient Ways to Deal With it in Tbilisi, Georgia“ მაღალი შეფასება მოყვა  და მოგვიანებით ამავე ფეიფერის წარდგენა მოხდა ტოკიოს მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაზე თანამედროვე მეცნიერებების ინოვაციურ შესწავლაზე.

„ჩემი მიღწევებიდან ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია 21 წლის ასაკში peer-reviewed ჟურნალში სამეცნიერო ფეიფერის გამოქვეყნება თემაზე „Traffic Congestion and Efficient Ways to Deal With it in Tbilisi, Georgia“ და ამავე ფეიფერის წარდგენა მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაზე თანამედროვე მეცნიერებების ინოვაციურ შესწავლაზე ტოკიო, იაპონიაში (ონლაინ). ეს მიღწევა ჩემი პირველი ნაბიჯებია სამეცნიერო კარიერისკენ და ,რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ადგილი უკავია ამ გამარჯვებას ჩემს ცხოვრებაში“, – ამბობს ნინო.

21 წლიდან ჰიდრავლიკური მოდელირების სპეციალისტად   არის ჩართული პროექტში, რომელიც დაფინანსებულია Green Climate Fund-ის, Swiss Agency of Development and Cooperation და United Nations Development Program-ის მიერ და ემსახურება საფრთხის რუკების შექმნას წყალდიდობაზე საქართველოს მასშტაბით. ნინო ასევე არის American Society of Civil Engineers.  2021 წელს მონაწილეობდა კვიპროსში Erasmus + ის პროექტისთვის თემაზე “Environmental Transformation”.

ნინოს დღეს მოწვევა აქვს 7 წამყვანი უნივერსიტეტიდან UC Berkeley, Cornell University, UC Irvine, Purdue, Stuttgard University, TU Delft. მისი არჩევანი შეჩერდა კორნელის უნივერსიტეტზე, სადაც სრულად უფინანსდება სწავლას, საცხოვრებელ ხარჯი და ეძლევა  სტიპენდია. იგი აგვისტოდან სწავლას გააგრძელებს Civil and Environmental Engineering – ის PhD-ზე Prestiguous Cornell Fellowship-ით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g