LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო კასრაძე: „ჩვენ ყველა ტყვენი ვართ ჩვენი შიშების, კომპლექსების, უვიცობის, ხშირად გაუნათლებლობის…“

276
273069320-474918760801480-957564570202794284-n

ნინო კასრაძემ „თავისუფალი ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონიალზე საინტერესო სიტყვა წარმოთქვა, რომელიც სოცქსელებში აიტაცეს.

“თავისუფალი ლიტერა 2021”-ის გამარჯვებულები ცნობილია

გთავაზობთ ცნობილი მსახიობის სიტყვას:

„ციტატას წავიკითხავ ჩემი პერსონაჟის მონოლოგიდან: ვიცი, გძულვარ და გეზიზღები, ვიცი, მეც მძულხარ და გეზიზღები, ჩვენ ერთმანეთის სიყვარულიარ შეგვიძლია. ეს გასაგებიცაა. მონობაში შეუძლებელია, ვინმე გიყვარდეს. ეს ნათქვამი ეკალივით პირდაპირ გულში შემესო. დღეს ობივატელი ხშირად სვამს კითხვას, რა დაგვემართა, რატომ არ გვიყვარს ერთმანეთი, ამდენი სიძულვილი… მგონი, ეს არის პასუხი. ჟენემ ალბათ ეს თქვა – ეს არის ის მდგომარეობა, რასაც ადამიანი შიგნით განიცდის. ჩვენ ყველა ტყვენი ვართ ჩვენი შიშების, კომპლექსების, უვიცობის, ხშირად გაუნათლებლობის, გვეშინია, ვაღიაროთ ჩვენი არასრულფასოვნების კომპლექსი, გვეშინია ვაღიაროთ, რომ რაღაც არ ვიცით. ამის გამო მერე არც სიყვარული შეგვიძლია, არც გაზიარება, არც სოლიდარობა. უცებ ასეთი მოვლენა, როგორიც „ლიტერაა“, სოლიდარობის მაგალითი გახდა, ერთი იდეის გარშემო გამომჟღავნებული. ეს არის ჩემთვის სიყვარული…“

ნინო კასრაძის მორიგი აღმაფრთოვანებელი ფოტო და დეკოლტე, რომელსაც თვალს ვერ მოაშორებთ

ვიდეო/ფოტო: ნინო კასრაძე დეკოლტირებულ შავ კაბაში შეუდარებელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g