LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ხარატიშვილის პიესაზე დაფუძნებული სპექტაკლის პრემიერა კინომსახიობთა თეატრში შედგება

theatre-1

16, 17, 18 ნოემბერს, 20:00 საათზე, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლის –  „რადიო უნივერსი” პრემიერა გაიმართება.

სპექტაკლი თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრისა და მარბურგის თეატრის კო-პროდუქციაა. პიესის ავტორი და  რეჟისორი ცნობილი გერმანელი მწერალი, წარმოშობით ქართველი ხელოვანი – ნინო ხარატიშვილია. “რადიო უნივერსის” გერმანული პრემიერა  10 ოქტომბერს, მარბურგის თეატრში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში შედგა.

პიესას “რადიო უნივერსი” საფუძვლად დაედო 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები. ავტორი სოციალურ, პოლიტიკურ და პირად კრიზისებზე მოგვითხრობს.  მოქმედება აგვისტოს ერთ-ერთ ღამეს ვითარდება, როდესაც “აღმოსავლეთში” ბომბები ცვივა, “დასავლეთში” კი თოვლი მოდის, ამ ღამეს იკვეთება ექვსი მარტოხელა პერსონაჟის ბედი – სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა ისტორიით. მათ ყველას კი რადიო-წამყვანი – ჯო აერთიანებს, რომლის გადაცემა და იქ გაჟღერებული მუსიკა დროის და სივრცის საზღვრებს კვეთავს.  ლილე მომაკვდავ მამასთან ბოლოჯერ შესახვედრად მიემგზავრება საქართველოში, სადაც ამ დროს ომი იწყება…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g