LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო კობერიძისა და მამუკა კიკალეიშვილის სიყვარულისა და დაშორების ისტორია – „მის ცხოვრებაში ნარკოტიკი რომ გაჩნდა, ვიცოდი და ამან იმსხვერპლა კიდეც…“

1064
ნინო კობერიძე და მამუკა კიკალეიშვილი

მსახიობი ნინო კობერიძე „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო. ნინომ ცნობილ მსახიობთან, მამუკა კიკალეიშვილთან ქორწინება გაიხსნა და იმ გულისტკივილზე ისაუბრა, რომელიც ამ ქორწინებას თან ახლდა.

„თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებამდე სერიოზულად არავინ მყვარებია. მამუკა რომ გავიცანი, ძალიან დავინტერესდი, ისეთი საინტერესო ეტიუდები გააკეთა… ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა და ამ ყველაფერმა მომხიბლა.

ერთხელ სუფრასთან ვისხედით ჩვენს ჯგუფელთან ერთად. ოხუნჯობდა და ვაკოცე. მერე გამიყვანა, მოიხურა კარები და მაგრად მაკოცა. ეს უკვე ნიშნავდა, რომ მითხრა, მიყვარხარო, მაგრამ მე მეორე დღეს არც ვუყურებდი, ძალიან შერცხვენილი ვიყავი, მერე გამომიტყდა სიყვარულში..

ხელი მთხოვა ოფიციალურად. დედაჩემი მაინცდამაინც არ იყო კმაყოფილი, არ მოსწონდა გარეგნულად. მერე სიძე რომ გახდა, ველვეტის საქორწილო შარვალ-კოსტიუმი უყიდა. ამისთვის დედას ბევრი ვალის აღებამ მოუწია.

მასზე არასდროს მიეჭვიანია. ყოველთვის მიხაროდა, რომ მოსწონდათ. ის კი არა, მის რომანებზეც კი არ მქონდა რეაქცია, გაერთოს-მეთქი, ვამბობდი. მის მიმართ დედური დამოკიდებულებაც კი მქონდა. მასთან არ შემიმიმჩნევია, რომ ვიცოდი მისი ღალატის შესახებ, მაგრამ ეს სიყვარულს ახუნებს...

ერთად ცხრა წელი ვიცხოვრეთ. შვილი არ გვყავდა. მამუკა უშვილო იყო.

მამუკამ გადაღებებზე ფილმის მხატვართან მიღალატა, რომელიც სხვისგან იყო ორსულად. კაცის ეგოიზმი ხომ იცით, მან იცოდა, რომ უშვილო იყო, იმ ქალის მოყვანით კი შვილი გაუჩნდებოდა და თავის კომპლექსს დაიკმაყოფილებდა.

მანამდე ის გოგო ჩემთან მოდიოდა სახლში, რომელსაც ვუმასპინძლდებოდი ხოლმე… ძალიან განვიცადე მამუკას საქციელი, რასაკვირველია, წამოვედი მისგან.

ჩემი ბინიდან ამოწერა უნდოდათ და ჩემმა მეგობარმა მითხრა, ახლა დეპრესიის დრო არააო.

ვექილი ავიყვანე და ის ბრძოლა მოვიგე.

მამუკასთან ბოლომდე ნორმალური ურთიერთობა მქონდა. ბოლომდე ჩემი სჯეროდა, აზრს მეკითხებოდა. მისი ძმის დაკრძალვაზე არ მივედი და მოსკოვიდან დამირეკა. ვიცი, რომ მისი ზარი იყო, მაგრამ მე არ ვუპასუხე.

ჩვენ ურთიერთობაში უფრო მეტი წყენა იყო.

ბოლოს მიშა მაღალაშვილისა და ნინო დუმბაძის ოჯახში ვისაუბრეთ. თითქოს შერიგებისკენ მივდიოდით. მეგონა, შეხვედრისას მხოლოდ ჩვენ ოთხნი ვიქნებოდით და მიშა მაღალაშვილმა ბევრი ხალხი დაგვახვედრა. ამდენ ხალხთან მამუკა აიჭრა და მგონი, გადაიფიქრა შერიგება.

მის ცხოვრებაში ნარკოტიკი რომ გაჩნდა, ვიცოდი და ამან იმსხვერპლა კიდეც. აერია ცხოვრება. ნარკომაფიაში გაერია. ვისთანაც მიღალატა, ის გოგო ხომ ფეხმძიმედ იყო, მაგრამ ის ბავშვი სხვათა შორის არ გაჩნდა. ღმერთი ზოგჯერ ასე ერევა და მოსკოვში მოიყვანა ვიღაც ტანია“, – იხსენებს ნინო კობერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g