LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლომჯარია – არ მგონია, რომ ბაქიბუქს საფუძველი ჰქონდეს, სადაც ერთპარტიულობაა, ის არ არის დემოკრატიული ქვეყანა, ეს ავტორიტარიზმია – ქართველ ხალხს კი ეს არ უნდა

147
k96llk0j4qg9xdf

ყოფილი სახალხო დამცველი, პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მხოლოდ მმართველი პარტიის წევრების გადასაწყვეტი არ არის ქვეყანა იქნება დემოკრატიული თუ იქნება ავტორიტარიზმი, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ქართველ ხალხს კი ეს არ უნდა.

მისი თქმით, ხელისუფლება მკაფიოდ გამოხატავს, რომ ოპოზიციურ პოლოტიკურ პარტიებთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების გაუქმებაც სურს.

„მმართველი პარტიის ეს განცხადება სერიოზულად რომ მივიღოთ, ძალიან მძიმე რეაქცია უნდა მოჰყვეს, იმიტომ, რომ მრავალპარტიულობა არის ის, რაც დემოკრატიის საფუძველი და საყრდენია. სადაც არსებობს ერთპარტიულობა, მხოლოდ ის პარტიები არიან, ვინც მმართველი პარტიისთვის არის მოსაღები, ის არ არის დემოკრატიული ქვეყანა, ეს არის ავტორიტარიზმი და ავტოკრატია. შესაბამისად, არ მგონია, რომ ამ ბაქიბუქს საფუძველი ჰქონდეს. ვფიქრობ, ყველამ ასე მიიღო, პარტიებმაც და საზოგადოებამაც არ აღიქვეს ეს სერიოზულად, თუმცა, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, რომ ხელისუფლებას მართლა ასე უნდა იმიტომ, რომ სამოქალაქო საზოგადოების შემთხვევაში, ეს მან დაადასტურა, მიიღო კანონი, რომელიც აქრობს და ანადგურებს სამოქალაქო სექტორს. რა თქმა უნდა, მათ ამის გაკეთება ენდომებათ, უბრალოდ, არ ვფიქრობ, რომ რეალისტურია. მხოლოდ მმართველი პარტიის წევრების გადასაწყვეტი არ არის ეს ქვეყანა იქნება დემოკრატიული თუ იქნება ავტორიტარიზმი, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ქართველ ხალხს კი ეს არ უნდა“,- განაცხადა ლომჯარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g