გუშინ ცნობილი გახდა, რომ თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური მშობელი იპოვა.
მუსერიძე მას 8 წლის განმავლობაში ეძებდა.
ფაქტს სოციალურ ქსელში ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება.
„არ ვიცი რა ამაღელვებდა ახლა ამ ამბავზე მეტად. არც ერთ შვილად აყვანილ ბავშვს არ უნდა უწევდეს იმის გადატანა, რაც თამუნა მუსერიძემ გაიარა ბიოლოგიური მშობლების ძიებაში. აუცილებლად გამოსაძიებელია ათწლეულების განმავლობაში ბავშვებით ვაჭრობის სისტემური დანაშაულები, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ამ ბრძოლაში დედები და შვილები მარტო არ იყვნენ,“ – წერს ნინო ლომჯარია.