LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლომჯარია: „ჩვენი ნაკრები დღევანდელი საქართველოს განსახიერებაა – კვეკვესკირის დევნილობით, გველესიანის თეირანული მარტოობით, ბუდუს სილაღით, ქოჩორაშვილის შინაგანი ინტელექტით, კვარას ტალანტით და ბავშვურობით, მიქაუტაძის ემიგრაციით, კაშიას ვაჟკაცობით, მათი ისტორიები საქართველოს ისტორიებია“

187
ნინო ლომჯარია

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებას ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება.

როგორც ნინო სოციალურ ქსელში წერს, ეროვნულ ნაკრებში ქართველები საქართველოს ხედავენ.

„ჩვენი ნაკრები დღევანდელი საქართველოს განსახიერებაა – კვეკვესკირის დევნილობით, გველესიანის თეირანული მარტოობით, ბუდუს სილაღით, ქოჩორაშვილის შინაგანი ინტელექტით, კვარას ტალანტით და ბავშვურობით, მიქაუტაძის ემიგრაციით, კაშიას ვაჟკაცობით… მათი ისტორიები საქართველოს ისტორიებია…

და რაც მთავარია ვერასოდეს წყვეტ მათით გაოცებას, ყოველი მათგანის აღმოჩენა აღფრთოვანებას იწვევს. ამიტომ გვიყვარს ისინი სიგიჟემდე, ჩვენ მათში ვხედავთ საქართველოს,“ – წერს ნინო ლომჯარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები