LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლომჯარია – „ხვალ, ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გავივლით მარშს, რათა უარი ვუთხრათ რუსულ ავტორიტარიზმს, მხარი დავუჭიროთ რეჟიმის პატიმრებს და მსოფლიოს ვაჩვენოთ ერთობა“

126
ნინო ლომჯარია

ხვალ, ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გავივლით მარშს, რათა უარი ვუთხრათ რუსულ ავტორიტარიზმს, მხარი დავუჭიროთ რეჟიმის პატიმრებს, ერთმანეთს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ ერთობა, შეურიგებლობა დიქტატორული კანონების მიმართ, – ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ 15 თებერვალს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულად, დაჩქარებული წესით მიიღო ანტიკონსტიტუციური ცვლილებები.

„მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულად, დაჩქარებული წესით მიიღო ანტიკონსტიტუციური ცვლილებები „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. რეალურად, ამ ცვლილებებით შეიძლება ითქვას, რომ შეკრების და გამოხატვის უფლებების მნიშვნელოვანი ასპექტები აიკრძალა. თუმცა, ეს ჩვენ ვერ შეგვაშინებს, იმიტომ რომ ყველა ამ ქმედების მიზეზი არის ტერორი, საზოგადოება შეშინდეს და არ ჰქონდეთ სურვილი ისარგებლონ კონსტიტუციური და საერთაშორისოდ აღიარებული უფლებით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ერთსულოვნება, სოლიდარობა, ერთობა.

ხვალ ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გავივლით მარშს, რათა უარი ვუთხრათ რუსულ ავტორიტარიზმს, მხარი დავუჭიროთ რეჟიმის პატიმრებს, ერთმანეთს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ ერთობა, სოლიდარობა, შეურიგებლობა დიქტატორული კანონების მიმართ“,- აღნიშნა ლომჯარიამ.

გიორგი ვაშაძე: „დროა, რეჟიმს, ჩვენი ძალა, ერთიანობა, პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული ვაჩვენოთ – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადავიდეთ ახალ ეტაპზე, როდესაც ფართომასშტაბიანი აქციები და პროტესტი იქნება“

ცნობისთვის, დედაქალაქში საზოგადოებრივი ჯგუფების, არასამთავრობო სექტორისა და მოქალაქეების ჩართულობით 15 თებერვალს აქცია იგეგმება. აქცია 18:00 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყება და აქციის მონაწილეები მსვლელობით, თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g