„გთხოვთ შექმნათ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლთა ცხელი ხაზი,“ – ასე მიმართავს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფსიქოლოგებსა და ფსიქიატრებს.
როგორც ლომჯარია აღნიშნავს, აქციებზე დაკავებულ ადამიანებს მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა აქვთ და საჭიროა მათთვის დახმარების გაწევა.
„მივმართავ ფსიქოლოგების და ფსიქიატრების ფართო საზოგადოებას! გთხოვთ შექმნათ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლთა ცხელი ხაზი. მსხვერპლთა უმრავლესობას აღენიშნება მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ბევრი ისეთ მდგომარეობაშია, ვერც საუბრობენ განცდილი ძალადობის შესახებ. ადვოკატები და უფლებადამცველები ამას მარტო ვერ მოვერევით, უფასო იურიდიული დახმარების გარდა საჭიროა დაუყოვნებლივი უფასო ფსიქოლოგიური მხარდაჭერაც!“ – წერს ნინო ლომჯარია.