LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, პროკურატურა პოლიციის მაღალი რგოლის წარმომადგენლების გამოკითხვას მომავალი კვირიდან დაიწყებს

105
ნინო-ლომჯარია

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, პროკურატურა პოლიციის მაღალი რგოლის წარმომადგენლების გამოკითხვას მომავალი კვირიდან დაიწყებს. ლომჯარიამ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით შექმნილ საკონსულტაციო საბჭოსთან პირველი შეხვედრა გამართა და მიმდინარე გამოძიების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისმა წარმომადგენლებმა თითქმის 10 ტომი საქმის მასალები შეისწავლეს.

“გამოკითხულია 300 ზე მეტი ადამიანი. პირველადი გამოკითხვები ჩატარდა დაზარალებული პირების, მათ ვისაც ჰქონდათ ფიზიკური დაზიანებები. ასევე გამოკითხულია 50 – მდე ჟურნალისტი და 45 -ზე მეტი პოლიციელი და როგორც გვაქს ინფორმაცია ამ კვირაში დაიწყება მაღალი დონის მმართველი რგოლი გამოკითხვები.

გარდა ამისა, დანიშნულია სამდიცინო ექპერტიზები, ამოღებულია მტკიცებულებები, ტყვიები, ამოღებულია ასევე და დაწყებულია გაშიფვრვა. მნიშვნელოვანი ნაწილი გაშიფრულია ყველა ვიდეოჩანაწერის, მათ შორის როგორც მედიით გასული ვიდეოჩანაწერის ასევე კერძო და საჯარო ობიქტებზე არსებული ჩანაწრები იქნა ამოღებული”, – განაცხადა ლომჯარიამ.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, სახალხო დამცველის მთავარი რეკომენდაციაა, რომ გამოძიება, მხოლოდ ცალკეული პოლიციელების უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე არ კონცენტრირდეს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, გამოძიების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ხერხდება სპეცრაზმელების იდენტიფიცირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g