LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო მაჩაიძემ სექსუალური იტალიელი მეუღლე გამოაჩინა

1174
ninjomachaidze202345

საოპერო მომღერალი, სოპრანო ნინო მაჩაიძე იტალიაში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. ნინოს მეორე შვილი, გოგონა ახლახან შეეძინა. ამის მიუხედავად, აქტიურ ცხოვრებას ახერხებს და შვილების მოვლის პარალელურად, შესანიშნავადაც გამოიყურება და ახალ პარტიასაც სწავლობს მორიგი სპექტაკლისთვის.

ნინოს განსაკუთრებულ ნიჭსა და ხმას ყველა აღიარებს, თუმცა საოპერო სამყაროში მას გამორჩეულ გარეგნობასაც უსვამენ ხაზს და აღნიშნავენ მის მსგავსებას ჰოლივუდელ მსახიობ ანჯელინა ჯოლისთან.

ნინოს მეუღლე გახლავთ ასევე ოპერის მომღერალი გუიდო ლოკონსოლო. სექსუალური და შესანიშნავი გარეგნობის იტალიელი მამაკაცი და ქართველი სოპრანო ულამაზეს წყვილს ქმნიან.

ახლახან ნინომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მისი მეუღლის გამორჩეული აღნაგობა კიდევ უფრო თვალშისაცემია. ნინომ ამ ფოტოთი ვალენტინობის დღესასწაული აღნიშნა. ჩემი სიმპათიური და ტკბილი ვალენტინი“, ასე დააწერა ფოტოს მომღერალმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები