LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო მეუნარგია: „ჩემს ქმარს გაუჭირდა შვილის ავადმყოფობის გადატანა, მაგრამ მე დავეხმარე და ერთად დავძლიეთ…“

1561
f9913f0a-4458-4819-a2a8-3e2982a9e1df

ნინო მეუნარგია გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოჩნდა საქართველოს ტელევიზიის „მეორე არხზე“. ის იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახე იყო ეკრანზე. დღეს კვლავ მედიის სამყაროშია. ნინოს ცხოვრებაში არაერთი გამოცდა იყო, მათ შორის ისიც, რომ მის მესამე შვილს, დაჩის, რომელიც ამჟამად 16 წლისაა, მძიმე დიაგნოზი აქვს. ამ ყველაფერზე 55 წლის ჟურნალისტი „სარკეს“ უამბობს:

„დაჩიკოს ცერებრული დამბლა აქვს. მის მდგომარეობაზე ბევრჯერ მისაუბრია.14 წელია ამ მიმართულებით ვმუშაობ”

როგორი იყო თქვენი პირველი რეაქცია, როცა შვილის დიაგნოზი გაიგეთ?

იმდენად გავნადგურდი, რომ მორალურად და ფსიქოლოგიურად მოვკვდი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ დეპრესიაში ყოფნის უფლება არ მქონდა და მალე გამოვცოცხლდი, ფეხზე დავდექი. მივხვდი, რომ დაჩის მიხედვა უნდოდა და დავიწყე მოქმედება… მამაკაცებს ძალიან უჭირთ ასეთი ამბის გადატანა. გიორგისაც გაუჭირდა, მაგრამ მე დავეხმარე და ერთად გადავიტანეთ, ერთად დავძლიეთ. ერთს ვიტყვი მხოლოდ – დაჩიკოს სახით მე სახლში ანგელოზი მყავს…

26 წლის ვიყავი,  მეორედ რომ შევქმენი ოჯახი და უკვე 26 წელია, ერთად ვართ. გიორგი იმდენად ნამდვილი იყო, იმდენად ვაჟკაცური, რომ მოვიხიბლე. მას ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემს შვილებზე…“

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g