LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო მუმლაძე: „კითხვები დაახლოებით 25 წლიდან დაიწყო. 35 წელსაც რომ გადავცილდი, შემეშვნენ. ეტყობა იფიქრეს – „დარჩაო”. ყველამ ხელი რომ ჩაიქნია, მერე გავთხოვდი…“

384
ნინო მუმლაძე

ნინო მუმლაძე ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს იმის შესახებ, რა ზეწოლა ჰქონდა საზოგადოების მხრიდან, სანამ გათხოვებას გადაწყვეტდა. შეგახსენებთ, რომ ნინო ახლახან, 40 წლის ასაკში დედა გახდა.

ნინო მუმლაძის რჩევა ქალებს, ვინც ჯერ არ დაოჯახებულა: „არ იფიქრო, რომ ასაკი რაღაცას წყვეტს, 40 კი არა, ხალხი მეორე ნახევარს 60 წლის ასაკში პოულობს… ღმერთმა ზუსტად იცის, შენს ცხოვრებაში ვინ უნდა გამოუშვას…“

– დაოჯახებამდე საზოგადოებისგან ზეწოლას არ გრძნობდი შეკითხვით – რატომ არ ოჯახდებიო?

– ალბათ, ასეთი კითხვები დაახლოებით 25 წლიდან დაიწყო. 35 წელსაც რომ გადავცილდი, შემეშვნენ. ეტყობა იფიქრეს – „დარჩაო“. ყველამ ხელი რომ ჩაიქნია, მერე გავთხოვდი. თურმე, ადამიანს უნდა შეეშვა და თავად გადადგამს ამ ნაბიჯს.

რატომ ვერ გადავიდა ნინო მუმლაძე მეუღლის სახლში: „ფაქტობრივად, ჩემს შვილს ისინი ზრდიან, ოჯახის საქმესაც არ მაკეთებინებენ…“

– შენს გონებაში რა ხდებოდა, როცა პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით გეკითხებოდნენ?

– როგორც ყველას უნდა, რომ გამხდარი, ლამაზი იყოს, ასევე სურთ პირადი ბედნიერება. თუკი ადამიანს ეს ბედნიერება არ აქვს ან ოჯახი არ ჰყავს, ეს ხომ ნიშნავს, რომ ჩუმად განიცდის? ზედმეტი კითხვის დასმით რის მიღწევას ცდილობენ? ამით ადამიანს მხოლოდ გულს სტკენენ და „ხაზს უსვამენ“ იმ სიტუაციას, რომ ადამიანს რაღაც უნდა, მაგრამ არ აქვს. ეს იგივეა, რაც მაგალითად, წონის კორექციაზე ლაპარაკი – წონაში რომ მოიმატე, მოდი, კარგ დიეტას გასწავლიო… თუნდაც, წარმოვიდგინოთ, ვიღაცას გრძელი ცხვირი რომ ჰქონდეს, თავად არ მოსწონდეს და რამდენჯერაც შემხვდება, ვუთხრა, – ვაიმე, რა გრძელი ცხვირი გაქვს, ოპერაციას რატომ არ იკეთებ-მეთქი, ესიამოვნება?.. საერთოდ, რაღაც ნაკლი ყველა ადამიანს აქვს. ვისაც უტაქტო შეკითხვების დასმა უყვარს, წარმოიდგინოს, რომ ყოველი შეხვედრისას თავიანთ ნაკლზე ელაპარაკებიან…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g