LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო მუმლაძე: „ოჯახი რომ არ მქონდა, ვფიქრობდი, არც მექნება-მეთქი…“

354
ნინო მუმლაძე

მსახიობი ნინო მუმლაძე ახლახან დედა გახდა. მას ვაჟი შეეძინა. მან და მისმა მეუღლემ ბავშვს უცხო სახელი შეურჩიეს და რონი დაარქვეს. ნინო საკუთარ ბედნიერებას ჟურნალ „თბილისელებს“ უზიარებს:

„ბავშვმა დიდი სიხარული და ბედნიერების შეგრძნება მოიტანა ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ფაქტია, გუგასთვის ნაკლებად მცალია. პირველ აგვისტოს გავხდი 40 წლის და ოცი წლის წინ მეგონა, ამ ასაკში დიდი შვილები მეყოლებოდა, სულ სხვანაირი წარმომედგინა ჩემი ცხოვრება. მერე, დროსთან ერთად, ისე გავიდა წლები, ოჯახი არ მქონდა და ვფიქრობდი, ეს არც მოხდება-მეთქი. ერთი სიტყვით, ვერ წარმოვიდგენდი, რომ 40 წლის ასაკს შვილით ხელში შევხვდებოდი. ძალიან ბედნიერი ვარ და ვერაფრით ვიჯერებ, რომ 40 წლის ვარ – აბსოლუტურად სხვა ლეველზე ვარ, აბსოლუტურად სხვა შეგრძნებები მაქვს, ემოციურად დარესტარტებული და მგონია, ახალი ცხოვრება დავიწყე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები