კლინიკა „ვივა მედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაუყვანიათ.
ჩალაძე: მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ
„არ გადაგვიყვანია, თუ დავაპირებთ, გაგაგებინებთ, არასოდეს დაგვიმალავს არაფერი“, – განუცხადა ნადირაძემ „ფორტუნას“.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ.
„პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა.. ამ წუთებში, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, მზადდება რეანიმაციული პალატა“, – თქვა გიორგი ჩალაძემ ჟურნალისტებთან.