LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ნადირაძის პასუხი ერთ-ერთ გამომწერს: „ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, რისთვისაც ვდგავარ იქ, სადაც ვდგავარ და ივიკოსაც დედა ურჩევნია ყველას და ყველაფერს“

1855
ნინო ნადირაძე, ივა კუზანოვი

ცნო­ბი­ლი ექი­მე­ბის გუგა კუ­ზა­ნო­ვი­სა და ნინო ნა­დი­რა­ძის ვაჟი ივა კუ­ზა­ნო­ვი ერთ-ერ­თია იმ ახალ­გაზ­რდე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც პარ­ლა­მენ­ტის წინ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე დგა­ნან. ამის შესახებ ივამ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ განაცხადა და თქვა, რომ არ ეთანხმება ხელისუფლების არჩეულ საგარეო კურსს.

ვიდეო: „არ მჯერა ამ მთავრობის, არ ვეთანხმები, რა კურსითაც მიდის… ევროპული მომავალი მსურს“ – რას აცხადებს კუზანოვების შვილი, ივა კუზანოვი

„ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე ვი­ყა­ვი, როცა ჭავ­ლი გა­უშ­ვეს, ამ დროს ჩა­მო­ვარ­დი. ჩემ­თვის ნო­მერ პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი იყო, რომ მე­გობ­რებს ვედ­გე გვერ­დით, მე მათ მარ­ტო არ დავ­ტო­ვებ­დი და მე­ო­რე ის არის, რომ არ მჯე­რა ამ მთავ­რო­ბის, არ ვე­თან­ხმე­ბი, რა კურ­სი­თაც ქვე­ყა­ნა მისი და მინ­და ეს ტრა­ექ­ტო­რია შე­იც­ვა­ლოს, ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი მსურს“, – ჰყვე­ბა ივა.

„ეს ბავშვი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი კუზანოვების ვაჟის ინტერვიუს ეხმაურება

აღნიშნულ ინტერვიუს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. ცნობილია, რომ ივას დედა ნინო ნადირაძე ღიად უჭერს მხარს მმართველ გუნდს და ამის თაობაზე საკუთარ პოზიციას სოციალურ ქსელშიც ხშირად აფიქსირებს. მან ერთ-ერთი ბოლო პოსტი სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გამოაქვეყნა და დაწერა: „მავზოლეუმი უნდა?“

აღნიშნულ პოსტში ერთ-ერთმა ფეისბუკ მომხმარებელმა მას შვილის პოზიცია შეახსენა და ცნობილ ექიმს შემდეგი სახის კომენტარი დაუწერა: „საკუთარ შვილს ზურგი აქციეთ განუდექით, რა გაქვთ საერთოდ სასაუბრო ვერც კი ვხვდები“, რაზედაც ნინო ნადირაძემ პასუხად აღნიშნა, რომ „ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება“

„საიდან მოიტანეთ რომ ზურგი ვაქციე, ავუხსენი რომ ქვეყანაში დემოკრატიაა და ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, რისთვისაც ვდგავარ იქ, სადაც ვდგავარ, და ივიკოსაც დედა ურჩევნია ყველას და ყველაფერს❤️“, – დაწერა ნინო ნადირაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g