ქართველი სპორტსმენი, სამბოში მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, ნინო ოძელაშვილი ჟურნალ „თბილისელებს“ უმხელს თავის დამოკიდებულებას სიყვარულის მიმართ:
„ჯერ არც ერთი მამაკაცი არ მყვარებია, ჩემი ქმარიც კი. ორივეს დანაშაული იყო ჩვენი ოჯახის შექმნა, მეც არ უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი. უბრალოდ, მას ვენდე და დავუჯერე, როცა მითხრა, ყველაფერში ხელს შემიწყობდა. ჩემთვის სპორტში მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს, შესაბამისად, გვერდით მინდოდა მყოლოდა ადამიანი, რომელიც ამ მხრივ პრობლემას არ შემიქმნიდა, თუ არადა, საერთოდ არ შევქმნიდი ოჯახს. მისგან კი მქონდა ეს დაპირება – ოღონდ მისი ცოლი ვყოფილიყავი და ყველაფერს გააკეთებდა. მეც ვენდე და ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, გაცნობიდან ერთ წელიწადში დავოჯახდით. ვფიქრობდი, კარიერის პარალელურად, ოჯახი მექნებოდა, მეყოლებოდა შვილები, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მომეცა, ყველაფერზე ეჭვიანობდა, რის გამოც ურთიერთობა დაგვეძაბა…“