ფსიქოლოგი ნინო ოკრიბელაშვილი ნინო ზაუტაშვილის გადაცეამს ესტუმრა და ექიმების და სამედიცინო შეცდომების შესახებ ისაუბრა.
“არ არსებობს ცალმხრივად ექიმის კმაყოფილება, თუ პაციენტი არ გყავს კმაყოფილი. ეს ურთიერთკავშირშია. კმაყოფილება მარტო მონეტიზებული ფორმით არ ხდება, მორალური წახალისება უნდა არსებობდეს შენი და პაციენტის ურთიერთობის შედეგად.
სამედიცინო შეცდომები? მახსოვს, როცა 90-იან წლებში პირველად გაიხსნა საქართველო ევროპისა და ამერიკისთვის და შემდეგ სხვადასხვა ექიმი უცხოეთიდან გაცვლითი პროგრამებით დაბრუნდა, ყველას სურვილი იყო, რომ დამკვიდრებილიყო რეპორტირების სისტემა, ანუ ექიმს თავად დაეწერა, რა შეეშალა და შემდეგ სხვას ესწავლა, მაგრამ ახლა ისეთი დაშინებულები ვართ… ვერ ვამბობ, რომელიღაც ადამიანთან რა შეცდომა დავუშვი, იმიტომ, რომ ეს შეიძლება, სისხლის სამართლის დევნის საქმე გახდეს. არაერთხელ არის მინიშნება, რომ არის თურმე N რაოდენობის საქმე…ჩვენი კოლეგები ძალიან ნერვიულობენ. ადამიანური შეცდომები არსებობს. მაშინ ყველაფერი გადავაბაროთ მანქანებს, მათ შორის ოპერაციების ჩატარებაც. მექანიზმები შეიძლება არ შეცდეს, რომლებსაც პროგრამას მისცემ, მაგრამ ეს პროგრამა ისევ ადამიანმა უნდა მისცეს. ასეთი მოწყობილება ვერ იმუშავებს, თუკი მის უკან ჭკვიანი ქირურგი არ დგას“.