LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ქათამაძე: „თანადგომისთვის ყველანაირი სასჯელი ასატანია“ – მოსამართლემ ცხრა პირს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 – ლარიანი ჯარიმა დააკისრა, მათ შორისაა მუსიკოსი ნინო ქათამაძეც

189
ნინო ქათამაძე

„მოსამართლეს აუცილებლად უნდა დავუფასოთ, რომ არცერთი დარბაზში მსხდომი არ გაუძევებია, მოთმინებით ისმენდა ჩვენს რეპლიკებს. ალბათ, მადლობა გვეთქმის იმიტომ, რომ ჯარიმა გამოიყენეს და არა 60-დღიანი პატიმრობა, თუმცა, ყველას ჩანთები უკვე ჩალაგებული გვქონდა“, – ამის შესახებ მომღერალმა ნინო ქათამაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხი განიხილებოდა.

ნინო ქათამაძის თქმით, ის კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ რუსთაველის გამზირსა და მთელს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტი სწორია და უნდა გაგრძელდეს.

მუსიკოსის განმარტებით, „ერთიანად შევძლებთ, ისეთი სასამართლო სისტემა გვქონდეს, სადაც ყველა მსჯავრდადებულის იმედი იქნება ეს სახლი“:

„მე გამაჩნია ორი ხმა, ერთი – ხმა მუსიკის, მეორე – სიმართლის ხმა… მზიას, რომელიც 14 დღე შიმშილობდა, ჩვენი ხმა სჭირდებოდა და ჩვენ ეს ხმა იქიდან გავაგონეთ, სადაც გეგულებოდა, რომ უსამართლო მოსამართლე ცხოვრობდა“ – ნინო ქათამაძე მოსამართლეს

„ცხოვრებამ ისეთი ამბები გამოგვატარა, ამასაც ღირსეულად გადავიტანთ…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ლადო აფხაზავა

„კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ბრძოლა, რაც რუსთაველის გამზირზე და მთელს საქართველოში მიდის, ნამდვილად სწორი პროტესტია და ნამდვილად გასაგრძელებელია, რადგან ყველაზე მთავარს – თავისუფალს, ყველაზე მთავარს – სიტყვას აქვს უფლება, რომ თანაგრძნობის სივრცეში იარსებოს და ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერით უნდა გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში. მე ისიც არ ვიცოდი, თუ ასეთი ბოროტი მეორე მხარეც არსებობდა, ასეთი ბოროტი დაჯგუფება, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი დანაშაული დაფიქსირებულიყო.

ქალბატონ მოსამართლეს აუცილებლად უნდა დავუფასო, რომ არცერთი ჩვენი დარბაზში მსხდომი არ გაუძევებია, მოთმინებით ისმენდა ჩვენს რეპლიკებს. ალბათ, მადლობა გვეთქმის იმიტომ, რომ ჯარიმა გამოიყენეს და არა 60-დღიანი პატიმრობა, თუმცა, ყველას ჩანთები უკვე ჩალაგებული გვქონდა და მზად ვიყავით ამ ბრძოლაში, რაც არ უნდა სასჯელი მიგვეღო, ბოლომდე გავყოლოდით, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ თანადგომისთვის ყველანაირი სასჯელი ასატანია და ჩვენ ერთიანად შევძლებთ, ისეთი სასამართლო სისტემა გვქონდეს, სადაც ყველა მსჯავრდადებულის იმედი იქნება ეს სახლი”, – განაცხადა ნინო ქათამაძემ.

ცნობისთვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 – ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი – ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე – მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა – მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე – ჟურნალისტი; ქეთევან ფილაური – ფსიქოლოგი; მაია ცირამუა – ფსიქოლოგი; ირინა ზარანდია – სამოქალაქო აქტივისტი; გივი ცინცაძე – ლანჩხუთის საკრებულოს წევრი; ეკა კუხალაშვილი – „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება 26 იანვარს, ქუთაისში მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან გამართული აქციის გამო დაიწყო. შეკრებილები “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელ მზია ამაღლობელის პატიმრობას აპროტესტებდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ.

საქმეზე წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობდა.

ფოტო: რადიო „თავისუფლება“

ქათამაძე: სიმართლისთვის, თანადგომისთვის ადამიანი არ უნდა ჯარიმდებოდეს

💬 „სიმართლისთვის, თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის არ უნდა ჯარიმდებოდეს ადამიანი. ვრწმუნდები, რომ ის ბრძოლა რაც რუსთაველზე მიდის და რაც საქართველოში სწორი გადაწყვეტილებაა და გასაგრძელებელია. უნდა გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში!“ — ნინო ქათაამძე 📌 მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან საპროტესტო შეკრების გამო, სასამართლომ ნინო ქათამაძე და კიდევ 8 ადამიანი 5000 ლარით დააჯარიმა

Posted by Formula • ფორმულა on ორშაბათი, 10 თებერვალი, 2025
magti 5g