LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სუხიშვილი იუბილარია

235
ნინო სუხიშვილი

15 ნოემბერი ნინო სუხიშვილის დაბადების დღეა.

ქართული ნაციონალური ბალეტის – „სუხიშვილების“ დირექტორი 61 წლის გახდა.

ნინო თავის ძმასთან, ილიკოსთან ერთად, წარმატებით აგრძელებს დიდ წინაპართა ეროვნულ ტრადიციებს.

ნინო სუხიშვილი გახლავთ მოცეკვავე, მხატვარი, ქორეოგრაფი, ხელოვნების მოღვაწე, 2007 წლიდან ანსამბლ „სუხიშვილების“ გენერალური პროდიუსერი, თენგიზ სუხიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, სხვადასხვა ტელე-შოუების ჟიურის საპატიო წევრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, გაეროს კეთილი ნების ელჩი.

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ულოცავს ქალბატონ ნინოს იუბილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g