LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სურგულაძე: ამაყი ვარ, რადგან ბევრჯერ ვუთხარით არა მკვლელ რუსეთს და პირადად პუტინს

280
55470336_10157051839854491_1965245475506356224_o

ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელ  Facebook-ში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

“ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო და არა მარტო….

ვუყურებ ჩემს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მიმძიმს შორიდან ამ ყველაფრის ყურება, რადგან ამ პროცესების ინსპირატორი კვლავ ჩვენი მტერი რუსეთის ფედერაციაა, რომელმაც არაერთგზის მცდელობისა, მაინც ვერ დაგვაჩოქა. ვუყურებ ჩვენს გულმხურვალე ახალგაზრდებს და ამაყი ვარ, რადგან მათი ხმა ნამდვილად ისმის მსოფლიოში. ამაყი ვარ, რადგან ჩვენ ბევრჯერ ვუთხარით არა მკვლელ რუსეთს და პირადად პუტინს. ამაყი ვარ და გულანთებული, როცა რამდენიმე საათში მიწევს უდიდეს წარმომადგენლობით ღონისძიებაზე გასვლა და სიმღერა, სადაც მე აუცილებლად სიამაყით ვიტყვი, რომ ქართველი ვარ.

არასოდეს არ ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას, გავაკეთო პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ ამ ერთხელ მომიტევოს ყველამ – ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მკვლელ რუსეთს არ მივცეთ საბაბი, კიდევ ერთხელ არ წამოგვაგონ პროვოკაციას.

ჩვენ გავიმარჯვებთ, მე ამის მჯერა და სულ გამარჯვებულები ვივლით წინ საქართველოს საკეთილდღეოდ.

სიყვარულით თქვენი ნინო”

https://www.facebook.com/NinoSurguladzeOfficial/photos/a.10151442886959491/10157254365109491/?type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g