ნინო სურგულაძე, რომელიც 2020 წელს ტყუპი ქალ-ვაჟის, ნატალიასა და ზაქარიას დედა გახდა, სოციალურ ქსელში შვილებთან და დედასთან ერთად გადაღებგულ ფოტოებს აქვეყნებს და დედას 3 მარტის დღესასწაულს ამ სიტყვებით ულოცავს:
„დედა სამყაროს მილამაზებს და მისი ღვაწლი ჩემთან მიმართებაში ძალიან დიდია. ახლა ყველაფერს სულ სხვანაირად ვაცნობიერებ და ვაფასებ, რადგან უფალმა დედობის ბედნიერება მეც მომანიჭა.
30 წელზე მეტია, სცენაზე ვდგავარ და უამრავი სითბო გაუზიარებიათ ჩემთვის, მაგრამ დედის მიმართ გაზიარებული სითბო სხვაგვარად ტკბილი ყოფილა. ახლა ჩემი შვილები მატკბობენ ამ უჩვეულო და ყველაზე ძვირფასი სითბოთი.
მინდა ყველა დედა იყოს ბედნიერი და მათ თვალებზე მხოლოდ სიხარულის ცრემლი ყოფილიყოს.
ბევრ დედას ვხვდები, რომელიც საკუთარი შვილის გადარჩენისთვის იბრძვის…. ამ მდგომარეობაში არ მინდა ვინმე იყოს….
ძვირფასო დედებო, ყველას გილოცავთ ამ დღეს, გებედნიეროთ და გეხაროთ ამ დიდი მადლით, ნიჭით და წყალობოთ“.