LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სურგულაძე: “რა არის ორი თვე მთელ სიცოცხლესთან შედარებით?”

284
nino-surguladze-news

მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვრცელ სტატუსს, სადაც ყველას მოუწოდებს რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებისკენ.

“ის, ვინც მაინც არ რჩება სახლში და თუ სამსახურებრივი აუცილებლობა არ მოითხოვს, მაინც გადიან და ხვდებიან ადამიანებს, რომელთა უკან ოჯახებია და უამრავი ადამიანი… არ ესმით მთავარი, რომ პოტენციური გამავრცელებლები არიან ამ ძალიან ცუდი და საშიში ვირუსის…

ნუთუ, ასე რთულია ამის შეგნება? 🙁 მეც მენატრება მეგობრები, ჩემი საქმე, ნათესავები, მათთან პირისპირ საუბარი და ჩახუტება და თუნდაც დროის გატარება, მაგრამ უნდა გვესმოდეს და შევიგნოთ, რომ ვართ ომში, ჩვეულებრივ ომზე უარეს ომში უხილავ მტერთან.

იტალიაში სწორედ ამგვარად არ გაითვალისწინეს რეკომენდაციები და დღეს ყოველ დღე 1000-მდე ადამიანს კარგავენ.

ადამიანებს, რომლებსაც ახლობლებთან გამომშვიდობების საშუალებაც კი არ აქვთ… მესმის, რთულია თან ძალიან იზოლიაციაში ყოფნა, მაგრამ უნდა გავუძლოთ. შეგნების და პასუხისმგებლობის ამბავია უბრალოდ. ცოტაც უნდა გავუძლოთ… რა არის ორი თვე მთელ სიცოცხლესთან შედარებით? არაფერი… ნუ გავრისკავთ თუნდაც იმ ერთი პროცენტით.
დავრჩეთ სახლში.
სიყვარულით
თქვენი
ნინო?”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g