ნინო სურგულაძემ კორონავირუსი მსუბუქად გადაიტანა და უკვე უარყოფითი პასუხი მოუვიდა. ამის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით იმ ადამიანებს შეატყობინა, ვინც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით ინტერესდებოდა.
„ჩემო ძვირფასებო, დიდი მადლობა ყველა გამამხნევებელი სიტყვისთვის, სითბოსა და ყურადღებისთვის, რასაც ამ პერიოდში უხვად იჩენდით ჩემ მიმართ. მივიღე პასუხი და უკვე კოვიდ უარყოფითი ვარ! საბედნიეროდ, შედარებით იოლი ფორმით გადავიტანე.
ბავშვები ჯანმრთელად არიან!
კიდევ ერთხელ უსაზღვრო მადლობას გიხდით ყველა შეტყობინებისთვის, ყველა ზარისთვის და გთხოვთ ვიყოთ ყველა უფრო მეტად ყურადღებით და უფრო ფრთხილად.
მიყვარხართ!
თქვენი ნინო!“