ნინო სურგულაძემ თავისი ტყუპი გოგონა და ვაჟი ახლახან მონათლა. მან სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა იმის შესახებ, რომ მისი შვილების ნათლია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა.
„ჩემი ცხოვრება მუდმივად მოულოდნელობებით არის სავსე, ეს ბედნიერი დღეც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეულია ჩემთვის, რადგან სრულიად მოულოდნელად, მისი უწმინდესობისგან მივიღე თანხმობა, ჩემი შვილების ნათლია გამხდარიყო, ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და მინდოდა, ეს ბედნიერი დღე თქვენთვის გამეზიარებინა ❤
ჩემი ნატალია და ზაქარიას ნათლია ჩვენი უწმინდესი და უნეტარესია. პატრიარქთან ერთად ზაქარიას ნათლიები არიან ასევე – მამუკა ხაზარაძე, პაატა ბურჭულაძე, ელგუჯა ორჯონიკიძე, ნატალიას ნათლიები კი სოფო შევარდნაძე, ნინო ანანიაშვილი და ნინო ხუხუნაიშვილი“.