LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სურგულაძე: უღმერთობას მიჰყავს ადამიანი ყოველივე საშინელისკენ

422
15392984-1392431234109837-6149770992039322715-o-e1561296996185

ქვეყანაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს და დაძაბულ ფონს ცნობილი საოპერო შემსრულებელი ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
სურგულაძე წერს, რომ მხოლოდ რწმენას შეუძლია ადამიანის გადარჩენა.

მისი აზრით, უღმერთობას მიყავს ადამიანი ყოველივე საშინელისკენ.

“მჯერა რომ არსებობს სიყვარული, ერთგულება, თავგანწირვა, მეგობრობა, და საერთოდ სიკეთე….
ძალიან ხანმოკლეა ეს ცხოვრება…..თანაც ძალიან… ერთ წამში შეიძლება დასრულდეს ყველაფერი, თუნდაც სიცოცხლე… სამყარო აღარ არის ისეთი როგორიც იყო ადრე… სამწუხაროდ უარესია ყველა მიმართულებით. ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან… კლავენ… იმეტებენ … გულს ტკენენ და ანადგურებენ…….. ვფიქრობ მხოლოდ რწმენას შეუძლია ადამიანი გადაარჩინოს… სხვა ვერაფერს ვხედავ გამოსავალს… უღმერთობას მიყავს ადამიანი ყოველივე უმზგავსობისკენ და საშინელისკენ.
მინდა რომ ქრისტემ გაიმარჯვოს ჩემს გულში ყოველთვის. თქვენც იგივეს გისურვებთ… ვისაც გწამთ…..”-წერს ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g