18 ივნისს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცეში, კომუნიკაციების სპეციალისტის ნინო სურგულაძის წიგნის წარდგენა გაიმართა.
„დაბრუნება“ ნინო სურგულაძის სადებიუტო რომანია, რომელიც 2024 წელს გამომცემლობამ „ინტელექტი“ გამოსცა.
რომანის მეშვეობით მკითხველი ახალგაზრდა, მიზანდასახული ქალის, ანას ისტორიას ფსიქოლოგთან თერაპიის პირობებში ეცნობა. აქ უწევს მთავარ პერსონაჟს წარსულის გახსენება, საკუთარ თავთან ჩაღრმავება, შეცდომების გაანალიზება და სამომავლო არჩევანის გაკეთება. სიუჟეტი ჩვენს თანამედროვეობას ეხმიანება და სათავეს 1990-იან წლებში იღებს. რომანი ღია ფინალით სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავარი გმირის გზის გაგრძელება მკითხველის წარმოსახვასაა მინდობილი.