საოპერო მომღერალი, ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში მილოცვებს იღებს. მისი სამი ძმისშვილიდან ერთ-ერთი, მარიამი, რომელიც გარეგნულად ცნობილ მამიდას ძალიან ჰგავს, გაბედნიერდა.
„ჩემი ძმისშვილი მარიამი, ჩემი პირველი ძმიშვილი ( სულ სამი მყავს)… ლამაზი ქართული ოჯახი შექმნა. ასეთი ბავშვების იმედი მაქვს.
♥️ ბედნიერება მარიამს და ნუკრის!“
შეგახსენებთ, რომ ნინოს ძმა სასულიერო პირი გახლავთ.
ცნობილია, რომ ნინო საკუთარ ძმისშვილებზე განსაკუთრებულად ზრუნავს. საოპერო მომღერალმა ამ პოსტის ქვეშ ათასზე მეტი მილოცვა მიიღო.