საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე ახლახან ტყუპი ქალ-ვაჟის დედა გახდა. ნატალიასა და ზაქარიას დაბადების შემდეგ ნინომ დაწერა, რომ ამ გრძნობას ამქვეყნად არაფერი შეედრება.
ნინომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო ქალიშვილთან, ნატალიასთან ერთად. დედა-შვილის თბილმა ფოტომ უამრავი დადებითი ემოცია გამოიწვია მნახველს შორის.