LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო თანდილაშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

138
ნინო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების და საქართველო-იაპონიას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის (JCM) განხორციელების საკითხები განიხილეს.

„იაპონიასთან თანამშრომლობა საქართველოს მწვანე  ეკონომიკაზე გადასვლის, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების  და  სათბურის აირების ემისიების შემცირების პროცესში დაეხმარება, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) მიღწევას. იაპონური მხარის შემდგომი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის (JCM) ეფექტიანი განხორციელების, ეკომეგობრული სოფლის მეურნეობის  და ალტერნატიული ენერგიის შესაძლებლობების განვითარებისთვის და დაგვეხმარება მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ ევროინტეგრაციის გზაზე აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხაზი გაუსვა ერთობლივი დაკრედიტების მექანიზმის (JCM) მნიშვნელობას ორივე მხარისთვის და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით იაპონიამ და საქართველომ უკვე გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები. იშიძუკა ჰიდეკის  განცხადებით, იაპონური მხარე მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორის დონეზე, ურთიერთობების გაღრმავების და ორივე მხარისთვის მომგებიანი პროექტების განხორციელების კუთხით.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.