LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო თანდილაშვილი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

113
ნინო თანდილაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულ დირექტორს შეხვდა.

როგორც ბარბარა ბონმა აღნიშნა, საქართველო შვეიცარიის მთავრობისთვის საიმედო პარტნიორია და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების, გადამმუშავებელი საწარმოების შესაძლებლობების გაძლიერების, მესაქონლეობის სექტორისა და ექსტენციის განვითარების პარალელურად, მხარს უჭერს ქვეყანაში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროცესს.

შეხვედრაზე საუბარი გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებისა და ქვეყანაში ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.