LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო თანდილაშვილი: „ყოველწლიურად იმატებს ავტომობილების იმპორტი, რაც ნიშნავს მეტი მავნე აირის გაფრქვევას და ჰაერის დაბინძურებას დიდ ქალაქებში. ეს არის გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სახელმწიფოსგან საპასუხო ქმედებები იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა უზრუნველვყოთ“

135
ნინო თანდილაშვილი

მთავრობის დადგენილების თანახმად, საქართველოში 1 აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ქვეყანაში სახეზეა გამონაბოლქვით და ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან მავნე აირების გაფრქვევით გამოწვეული ჰაერის მნიშვნელოვანი დაბინძურება.

„დაბინძურებული ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს წარმოადგენენ ბავშვები. ჩვენ და საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ, რომ როდესაც საუბარია ჩვენი და ჩვენი  შვილების ჯანმრთელობაზე, შეზღუდვებია საჭიროა“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ მონაცემები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის ჰაერის ხარისხის პორტალზე. ასევე, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საინფორმაციო წელიწდეულებს „საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წელიწდეული“ და ბიულეტენებს „მოკლე მიმოხილვა საქართველოს გარემოს დაბინძურების შესახებ”, რომელშიც შესაძლებელია მონაცემების ნახვა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ თვეებისა და ქალაქების მიხედვით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g