LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო თანდილაშვილმა „ევროპის ტყეების“ რიგით მე-9 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

113
ნინო თანდილაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ქალაქ ბონში „ევროპის ტყეების“ (Forest Europe) რიგით მე-9 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

მინისტერიალის მონაწილეებმა ხელი ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს – ბონის მინისტერიალის დეკლარაციასა (Bonn Ministerial Declaration)  და  ბონის მინისტერიალის გადაწყვეტილებას  (Bonn Decision) მოაწერეს.

აღნიშნულ დოკუმენტებზე ხელმოწერით „ევროპის ტყეების“ მონაწილე მხარეები დეკლარირებულად თანხმდებიან ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებაზე როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

მინისტერიალზე ხელმოწერილ დეკლარაციისა და გადაწყვეტილების დოკუმენტებში ხაზგასმულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: კლიმატის ცვლილება, ტყის რესურსების დივერსიფიკაცია, ფინანსური რესურსების მობილიზაციის საჭიროება, სატყეო განათლება და სექტორის პოპულარიზაცია, საზოგადოებრივი ცნობიერებისა და თვითშეგნების ამაღლება, მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია და სატყეო საქმიანობაში მიმდინარე პროცესების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინტენსიური ინფორმირება.

„ევროპის ტყეები“ წარმოადგენს მაღალი დონის პოლიტიკურ პროცესს ტყის მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად, რომელიც 1990 წელს შეიქმნა. მისი წევრი 46 ქვეყნის და ევროკავშირის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები საკუთარ ტერიტორიაზე ტყის დაცვისა და მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად ავითარებენ საერთო ხედვებსა და სტრატეგიებს. საქართველო „ევროპის ტყეების“ წევრი 2003 წელს გახდა.

მინისტერიალი 4-5 წელიწადში ერთხელ იმართება. წლევანდელი მინისტერიალის თავმჯდომარე ქვეყანა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა. მომდევნო მინისტერიალს თავმჯდომარეობას შვედეთი გაუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g